საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1998 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს - 2.45 ლარს მიაღწია, თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს - 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.
მას შემდეგ ლარის კურსს გაუფასურების ასეთ მაჩვენებლამდე არ მიუღწევია, დღეს კი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა.