"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს პარლამენტში მისვლა მაინც მოუწევს. ასე პასუხობს წიკლაური კალაძის უარს პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.
"როგორც არ უნდა ეცადოს თავის დაძვრენას, ენერგეტიკის მინისტრ კალაძეს მაინც მოუწევს პარლამენტში მოსვლა და პასუხისგება "გაზპრომთან" გამართული მოლაპარაკებების და კაპიტულაციის გამო. ეს მოხდება პარლამენტის განაწესის და რეგლამენტის შესაბამისად, რადგან რუსული კომპანიის ლობისტი მინისტრი ანგარიშვალდებულია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წინაშე. რაც შეეხება მის განცხადებაში მოყვანილ პლებეურ გამონათქვამებს, "გაზპრომის" სალახანასგან მეტ ზრდილობას არც არავინ მოელოდა", - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.