უახლოეს მომავალში ის სამედიცინო დაწესებულებები გახდება ცნობილი, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში, ვირუსულ პაციენტებს სამედიცინო სერვისს მიაწვდიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი მომსახურება, როგორც გამოძახების, ისე ადგილზე სამედიცინო კონსულტაციის პრინციპით მოხდება.
ამ თემაზე თათბირი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას პირველადი ჯანდაცვის რგოლის ხელმძღვანელები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.