დავით პოპოვი აცხადებს, რომ ბიძინა კუჭავამ, რომელმაც მის ავტომანქნაში მოიკლა თავი, ის და მისი მეუღლე გადაარჩინა. ამის შესახებ ბიძინა კუჭავას გარდაცვალების საქმის მოწმემ, დავით პოპოვმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის იზიარებს ბიძინა კუჭავას მეუღლის მწუხარებას, თუმცა ყველას, ვისაც რა მოადგენა ენაზე, ამის თქმა არ შეიძლება.
"პირდაპირ ვეტყვი, მაგისმა მუღლემ, რომელმაც თავი მოიკლა მანქანაში, გადამარჩინა მე და ჩემი მეუღლე. მაგას რომ მანქანიდან ესროლა, ამას შეიძლება ძალიან ცუდი რაღაც მოჰყოლოდა. გასაგებია, რომ აღელვებულია, მეუღლე დაეღუპა, მაგრამ კაცი მიმყავდა აეროპორტში, მივეცი თანხა რომ გაფრენილიყო, კარგის მეტი არაფერი არ მინდოდა მაგ კაცისგან", -განაცხადა პოპოვმა.
პოპოვმა ასევე მიმართა ჟურნალისტებს და სთხოვა, ნუ აწუხებენ მის ოჯახს და თუ რაიმე აინტერესებთ, პირადად მას მიმართონ.
"სახლში მყავს დედა, რომელიც არის შეუძლოდ, ინვალიდია, სახლში მყავს გოგო. ჩემი საფიცარი არის დედაჩემი, ჩემი ცოლი და ჩემი შვილი. მე მეტი არავინ მყავს ოჯახში. ძმა მყავდა დამეღუპა, მამა მყავდა, დამეღუპა. ძალიან გთხოვთ, ჩემს ოჯახს ნუ აწუხებთ. თუ უნდათ რამე, მოვიდნენ ჩემთან, ჩემი ნომერი აქვს ყველას, დამირეკონ, შევხვდები, დაველაპარაკები, ინტერვიუ თუ უნდათ, მივცემ. ერთს ვთხოვ, არ მივიდნენ სახლში ჩემთან და არ დაუწყონ ბრახუნი კარებზე, არ დაუწყონ არავის ფანკრებზე კაკუნი და არ შემიშინონ ოჯახი.
ასევე, რაც ენაზე მოგადგებათ, ტელევიზორში თქმა არ შეიძლება. იმიტომ, რომ მე ახლა კაცი ვარ და შეიძლება მოვითმინო, მაგრამ დედაჩემი არის ავადმყოფი და ამ ინფორმაციის მოსმენით ქალს შეიძლება ისეთი რაღაც მოუვიდეს, მერე ძალიან ცუდი რაღაც შეიძლება მეც გავაკეთო. მეუღლე ორჯერ ჩამივარდა კრუნჩხვებში, ორჯერ მყავდა სახლში სასწრაფო", -განაცხადა პოპოვმა.