"ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას იმ მოლაპარაკების შესახებ, რომელიც გაიმართა და რომელიც გაიმართება საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომს" შორის", - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა გააკეთა.
მისი თქმით, მას აქვს საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენელთან კომუნიკაცია "გაზპრომის" თემასთან დაკავშირებით. "ამ ეტაპზე ამის თქმა საკმარისია, ვინაიდან ჯერ კიდევ იქნება შეხვედრები. რაც შეეხება ევროკავშირის შეშფოთებას, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი ენერგოპოლიტიკა, რომელიც მიუთითებს, რომ ევროკავშირი უნდა იყოს ერთიანი ენერგოსაკითხებთან დაკავშირებით. ენერგოპოლიტიკა გულისხმობს სხვადასხვა მიზნებს, ერთ-ერთი მიზანი არის დივერსიფიკაცია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ენერგორესურსების დივერსიფიცირება. ეს არის ის, რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ კომუნიკაცია ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან", - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.