საქართველოს მთავარი პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს. უწყება ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით საკუთარ ვებ-გვერდზე ვრცელ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში მთავარი პროკურატურა ყველა იმ შეკითხვას სცემს პასუხს, რომელიც გახმაურებული საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით უწყებასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციას გააჩნია.
ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და სხვა ძალადობრივ დანაშაულებს, 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 01 იანვრამდე პერიოდში, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება დაიწყო 191 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 124 ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ, მათ შორის ისეთი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, როგორებიც არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი.
მოცემული საქმეებიდან, სასამართლოში განსახილველად წარიმართა 119 პირის მიმართ 40 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 81 პირის მიმართ 23 სისხლის სამართლის საქმეზე.
ამჟამად, 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ ცემა-წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება მიმდინარეობს 5 პირის, კერძოდ: დათა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას, რომან შამათავას და გიორგი სამუშიას მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=819 )
ჩატარებული გამოძიებისა და განხორციელებული სახელმწიფო ბრალდების შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია 81 პირის მიმართ (დაახლოებით 300-მდე დანაშაულებრივ ეპიზოდზე), სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე.
მათ შორის გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია შემდეგ გახმაურებულ საქმეებზე:
1. პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმე - თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ორგანიზებით, 2011 წლის სექტემბერში, გამოგონილი ,,ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული იქნენ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელიშვილი და სერგო ჩაპლიგინი. სამხედრო პოლიციის შენობაში მეგის ქარდავასა და სხვა პირთა მიერ, დაკავებული პირების მიმართ აღიარების მიღების მიზნით, ადგილი ჰქონდა წამებას. ასევე, ალექსანდრე მუხაძის, ოლეგ ფაცაციას, ვიქტორ ყაჭეიშვილისა და სხვათა ორგანიზებით სერგო თეთრაძის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. ამ დანაშაულებრივ ეპიზოდში მონაწილე ბრალდებულებს მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეგის ქარდავა), ასევე სსკ-ის 25, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით, 25, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ალექსანდრე მუხაძე, ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ყაჭეიშვილი), ხოლო ბაჩანა ახალაიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=411; http://pog.gov.ge/geo/news?info_id=507; http://pog.gov.ge/geo/news?info_id=839);
2. ე.წ. ,,კორტების სპეცოპერაციის“ საქმე - 2006 წლის 02 მაისს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში ე.წ. „კორტების“-ს სპეცოპერაციის დროს ზ. ვაზაგაშვილის და ა. ხუბულოვის ლიკვიდაციის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დამდგარია ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძის, კახაბერ ნაკანის, ლევან ბეროძის, გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25, 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=629, http://pog.gov.ge/geo/news?info_id=785);
3. ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე - 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების დათა ახალაიას, გიორგი დგებუაძის, ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილის მიერ, ჩაცხრილული იქნა ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სრულიად უდანაშაულო სამი ახალგაზრდა - შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე. აღნიშნულის შენიღბვის მიზნით ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას მიერ განხორციელდა მსჯავრდებულების გია გორგაძის, დავით ლექვთაძის, ვალერიან პაპავას, მიხეილ მანდარიას, ბერდია მესხის და მამუკა ბეჭვაიას წამება, რიგ შემთხვევაში ელექტროშოკის გამოყენებით. მსჯავრდებულები: ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით; ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით; ბრალდებულების დათა ახალაიას და გიორგი დგებუაძის მიმართ საქმე იხილება სასამართლოში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=344; http://pog.gov.ge/geo/news?info_id=562);
4. ე.წ. ,,კარანტინის დაშლის“ საქმე - 2012 წლის 24 აგვისტოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გაგა მკურნალიძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა პატიმრების განაწილება, რასაც თან ახლდა პატიმართა ცემა, მათი დამცირება, პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავდა მათ დაშინებას, იძულებასა და რეჟიმისადმი მორჩილებას. ხსენებულ საქმეზე 2013 წლის 14 ივნისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა ოლეგ ფაცაციას, ვიქტორ ყაჭეიშვილის, ლევან ფხალაძის, კობა ჩიკვატიას, მამუკა ჩხიტუნიძის, გურამ ცომაიას, ლევან ფურცხვანიძის, ალექსანდრე ჯანჯღავას, ბორის ფარულავას, გაგა მკურნალიძის, მანუჩარ ლომთაძის, გიორგი კვარაცხელიას, თემურ ჭაჭიას, დავით ხუჭუას, მათე ელბაქიძის, დავით მეცხოვრიშვილის მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მე-2 ნაწილით და 1443 მუხლის მე-2 ნაწილით (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=137; http://pog.gov.ge/geo/news?info_id=503);
5. ე.წ „ციხის ბუნტის’’ საქმე - 2006 წლის 27 მარტს ბაჩანა ახალაია, სასჯელაღსრულების თანამშრომლებთან - მეგის ქარდავასთან, დავით ჭაკუასთან, რევაზ ჭარბაძესთან და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა ხსენებულ დაწესებულებაში და მსჯავრდებულებს პლატონ მამარდაშვილს, ზურაბ ვიბლიანს, პატიმრებს გიორგი ავალიანს და ლევან ცინდელიანს, ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მოთხოვნით, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც თან ახლდა დამცირება, ღირსებისა და პატივის შელახვა. აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა საქართველოს სსკ 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით დავით ჭაკუას, რევაზ ჭარბაძის და ბაჩანა ახალაიას მიმართ (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/archive?info_id=82; http://pog.gov.ge/geo/news?info_id=211);
6. ე.წ. ,,26 მაისის დარბევის საქმე“ - 2011 წლის 26 მაისს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა მიტინგის დასაშლელად გასცა დანაშაულებრივი ბრძანება, რომელიც ითვალისწინებდა მოქალაქეთა მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას, მომიტინგეთა მასობრივ დაკავებას და ამ მიზნით რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი ქუჩების წინასწარ ჩაკეტვას. ივანე მერაბიშვილის მითითების შესაბამისად, პოლიციელების მიერ მოქალაქეთა მიმართ, განურჩევლად და მაღალი ინტენსიობით გამოიყენებოდა ფიზიკური იძულება და მასიური დაკავება, რის შედეგადაც მრავალმა ადამიანმა, რომლებსაც არ მიეცათ მიტინგის ტერიტორიის დატოვების საშუალება, მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, ხოლო ორი ადამიანი გარდაიცვალა. ხსენებულ საქმეზე ივანე მერაბიშვილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=430);
7. ცემა-წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ. კერძოდ, დათა ახალაიასთან მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ამ უკანასკნელის, ვალერიან მეტრეველის, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვის მონაწილეობით, 2005 წლის 5 ოქტომბერს ძალადობით თავისუფლება აღუკვეთეს და ოქროყანის სასაფლაოზე გაიტაცეს ვამეხ აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი, სადაც არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებით, მათ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მსჯავრდებულები: ვალერიან მეტრეველი, გერონტი ალანია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე, 1443 -ე მუხლებით, ხოლო ოლეგ მელნიკოვი - სსკ-ის 333-ე და 1443 -ე მუხლებით; (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=409);
8. 2005 წლის 5 იანვარს, პირადი მოტივით, დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, იოსებ თოფურიძემ, ოლეგ მელნიკოვმა და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში, მოტყუებით დაიბარეს და სასტიკად სცემეს მთაწმინდა-კრწანისის შ.ს. სამმართველოს ს.ს. სამძებრო განყოფილების უფროსი მალხაზ აზარაშვილი და ამავე სამმართველოს პირველი განყოფილების ს.ს. სამძებროს უფროსი ზაზა მესხი. მსჯავრდებულები: დავით ახალაია, გერონტი ალანია, იოსებ თოფურიძე, ოლეგ მელნიკოვი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=441);
9. ე.წ. „მუხროვანის ამბოხი“-ს საქმის ბრალდებულის კობა ოთანაძის ნათესავის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მსჯავრდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ტაბიძე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=482);
რაც შეეხება უკანონო ფარულ ჩანაწერებზე დაწყებულ დევნასა და დამდგარ გამამტყუნებელ განაჩენებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აღნიშნული გასაჯაროვებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ჯერ კიდევ, 2015 წლის 18 ოქტომბერს (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=779), კერძოდ:
ე.წ „კასრების“ საქმე - ჩატარებული გამოძიებითა და სასამართლო განხილვებით დადგინდა, რომ 2011 წელს ორ პიროვნებას, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში არსებულ სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნული პირების ბოლომდე გატეხვის მიზნით მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სქესობრივი კონტაქტი ძალადობით. ხსენებულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეო კამერით იღებდა კოხტა კოდუა.
აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას - ოთხ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, ერთ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, სამ პირს განესაზღვრა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ პირს განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ორ პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ვინაიდან მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და არსებითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ მათ შემხებლობა არ ჰქონიათ დაზარალებულების წამებასა და ძალადობრივ სქესობრივ დანაშაულთან. ამ ორ პირს სასჯელის ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და სხვა ძალადობრივ დანაშაულებს, 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 01 იანვრამდე პერიოდში დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენებიდან საპროცესო შეთანხმება გაფორმებულია 20 პირთან, კერძოდ:
- 2013 წლის 17 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ერთ პირს განესაზღვრა 2 წელი პირობითი მსჯავრი;
- 2013 წლის 22 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ერთ პირს განესაზღვრა 1 წელი პირობითი მსჯავრი და დაეკისრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით;
- 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“,„დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ერთი პირი გათავისუფლდა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“,„დ“ „ე“ „ზ“ ქვეპუნქტებით, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის:
- 2 პირს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 6 თვის ვადით;
- 1 პირს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 ლარი;
- 1 პირს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 ლარი;
- 2 პირს განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 6 თვის ვადით;
- 2 პირს განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 ლარი;
- 2013 წლის 03 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ერთ პირს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვის ვადით პირობითი მსჯავრი და დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
- 2014 წლის 6 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 5 პირიდან:
- 1 პირს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 4 თვის ვადით, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 4 წლის ვადით;
- 1 პირს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 4 წლის ვადით;
- 1 პირს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 8 თვის ვადით, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 4 წლის ვადით;
- 2 პირს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, მათვე ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 4 წლის ვადით;
- 2014 წლის 18 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ორ პირს სასჯელის სახედ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვის ვადით;
- 2014 წლის 5 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით; 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ერთ პირს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
დღეის მდგომარეობით სასამართლოში 17 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს არსებითი განხილვა, მათ შორის შემდეგ გახმაურებულ საქმეებზე:
- ვალერი გელაშვილის ცემის საქმე - ბრალდებულების ერეკლე კოდუას, გია სირაძის და ივანე მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=579);
- ა. გირგვლიანის საქმე - ბრალდებულ დათა ახალაიას მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე, 1443-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=438);
- პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმე - ბრალდებული ბაჩანა ახალაიას მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25,138-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=507);
- რეინჯერ ცინდელიანის მკვლელობის საქმე - ბრალდებულ რომან შამათავას მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
- მალხაზ არქანიას საქმე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის N8 დაწესებულებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავას მხრიდან, ასევე N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსის ვიქტორ ყაჭეიშვილის, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის ოლეგ ფაცაციასა და N8 დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან, 2011 წელს პატიმარ მალხაზ არქანიას მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატიურ ცემასა და წამებას, რათა მას ეღიარებინა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის მიღება. ბრალდებულები: მეგის ქარდავა, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=251);
- ელდარ ქობალიას საქმე - 2011 წლის 04 აპრილს, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დაკავებულნი და სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მოთავსებულნი იქნენ ელდარ ქობალია და კობა მატკავა. საპყრობილეში შესახლების შემდეგ, N8-ე დაწესებულების იმჟამინდელი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, ელდარ ქობალია 6 დღის მანძილზე განთავსებულ იქნა ე.წ. „ფუქსში“, რომელიც წარმოადგენდა პატიმართა საკანში განაწილებამდე მცირე დროით მოთავსების ოთახს. 2011 წლის 11 აპრილს, მე-8 დაწესებულებაში მივიდნენ გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავა, რომელთა მითითებითაც დაწესებულების თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილის კაბინეტში აიყვანეს პატიმრები ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია. მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ სხვადასხვა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, სასტიკად აწამეს ისინი. წამების შედეგად, ელდარ ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც, ალექსანდრე მუხაძის ბრძანებით ე. ქობალია გადაყვანილი იქნა საკანში, სადაც ისე, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, იმავე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულები: გაგა მკურნალიძე (საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები), მეგის ქარდავა (საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები), ალექსანდრე მუხაძე (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=340).
2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და სხვა ძალადობრივ დანაშაულებს, დღეის მდგომარეობით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს 151 სისხლის სამართლის საქმეზე. ზემოხსენებულ ძალადობრივ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურის მიერ მაქსიმალურად სრულად ხდება საზოგადოების ინფორმირება გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, პროკურატურა კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროულად და სრულყოფილად მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. საქართველოს მთავარი პროკურორი უახლოეს მომავალში გეგმავს ფართო საზოგადოებას გააცნოს პროკურატურის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის შედეგები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უწყებას წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მასში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ქვეყნის პირველი პირის მრჩეველი კახა კოჟორიძე პროკურატურას სთხოვდა სამართლიანობის აღდგენის პროცესის მიმდინარეობის შესახებ მათთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ.