"გაზპრომი" კალაძესა და ივანიშვილს აშანტაჟებს, ხოლო ეს ორი მთლიანად ქართულ საზოგადოებას

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავრობა მოსახლეობას აშანტაჟებს. მისი თქმით, "გაზპრომი" კალაძესა და ივანიშვილს აშანტაჟებს, ხოლო ეს ორი მთლიანად ქართულ საზოგადოებას.

"გაზპრომი" კალაძესა და ივანიშვილს აშანტაჟებს, ხოლო ეს ორი მთლიანად ქართულ საზოგადოებას, რომელსაც ეუბნება, რომ თუ ჩვენ არ დავთანხმდებით "გაზპრომის" პირობებს და ფულად ანაზღაურებაზე არ გადავალთ, მაშინ მილსადენი ცარიელი დარჩება და საერთოდ ვერაფერს ვერ მივიღებთ, ესაა ტყუილი, ქართველი ხალხის შანტაჟი", - აცხადებს ცისკარიშვილი.

პეტრე ცისკარიშვილის კომენტარს "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.