პაკისტანში უნივერსიტეტზე თავდასხმას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში უნივერსიტეტზე თავდასხმას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ ჩარსადაში უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად დაახლოებით 20 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან სტუდენტები და პროფესორი. ამასთან "ალ-ჯაზირას" ცნობით, დაშავებულთა რიცხვი 50-ს აღწევს. 
ამ დროისთვის ჩარსადაში მდებარე "ბაჩა ხანის" უნივერსიტეტთან ორმხრივი სროლაა. შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 63 სტუდენტის ევაკუაცია უკვე შეძლეს. 
ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებაში შეიარაღებული პირები ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:30 საათზე შეიჭრნენ და სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნეს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე თავდამსხმელის ლიკვიდაციის შესახებაც. 
გამოცემა tribune-ის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანის" პაკისტანურმა დაჯგუფებამ აიღო. 
ქალაქი ჩარსადა პეშავარიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.