ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, დავით პოპოვი მათთან შეხვედრას ფარულად იღებდა

ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, დავით პოპოვი მათთან შეხვედრას ფარულად იღებდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიძინა კუჭავას ადვოკატები ნათია კორკოტაძე და გია გოროზია მოწმე დავით პოპოვს შეხვდნენ. შეხვედა დავით პოპოვის ინიციატივით გაიმართა.

ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, დავით პოპოვი შეხვედრას ფარულად იღებდა და მას ტანსაცმელზე ფარული კამერა ჰქონდა მიმაგრებული, ხოლო მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა კამერა შენიშნეს, დავით პოპოვმა შეხვედრის ადგილი დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით პოპოვმა, რომელსაც ჟურნალისტები კომენტარის გასაკეთებლად დაედევნენ, განაცხადა, რომ მას ბიძინა კუჭავა სულ ორჯერ ჰყავს ნანახი და "თავი მოიკლა იმ კაცმა".

ბიძინა კუჭავას ადვოკატები აცხადებენ, რომ მოწმის ამ სახით გამოჩენამ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეში არსებული კითხვები კიდევ უფრო მეტად გააღმავა.