მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია უკრაინის განაცხადს რუსეთის წინააღმდეგ განიხილავს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია უკრაინის განაცხადს რუსეთის წინააღმდეგ განიხილავს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ უკრაინის განაცხადს განიხილავს. როგორც უკრაინული გამოცემა "ლიგა" იტყობინება , ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე უკრაინის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ნატალია მიკოლსკაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 6 იანვარს უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიტანა განაცხადი, რომლის თანახმად კიევი რუსეთის ქმედებებს უკრაინულ პროდუქციასთან მიმართებაში "მიზანმიმართულ აგრესიად" აფასებს.

რუსეთმა უკრაინულ პროდუქციაზე ემბარგო 1-ელ იანვარს აამოქმედა.