პაკისტანში ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. როგორც სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" იტყობინება, აფეთქება პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ პეშავარში, პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის 6 სამართალდამცველია.

ბოლო პერიოდში პაკისტანში ტერორისტული თავდასხმები გახშირდა.

დღეს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.