აჭარის სანაპირო ზოლში ხუთ ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

აჭარის სანაპირო ზოლში ხუთ ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

სამაშველო სამსახურები სრულ მზადყოფნას აცხადებენ და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. ბათუმში კვლავ ამინდის გაუარესებას ელოდებიან.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 დღის განმავლობაში, წვიმა შენარჩუნდება, მოსალოდნელია ქარის სიჩქარის მატებაც. უამინდობა იქნება მაღალმთიანეთშიც.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვის დონის მატება დღეს გვიან ღამით დაიწყება. საშტორმო მდგომარეობა ორი დღის განმავლობაში შენარჩუნება.

ქალაქში მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება.