აშშ-ში პრესტიჟულ ჯილდოს – "ოსკარს" ბოიკოტი გამოუცხადეს. როგორც "ბიბისი" წერს, ამერიკელი მსახიობები აპროტესტებენ, რომ წელს "ოსკარზე" ნომინირებული ყველა მსახიობი თეთრკანიანია.
როგორც კინოხელოვნების ამერიკული აკადემიის პრეზიდენტმა შერილ ბუნ აიზექსმა განაცხადა, ის იმედგაცრულებულია, რომ უკვე მეორე წელიწადია, ნომინანტთა სიაში არც ერთი შავკანიანი მსახიობი არ არის.
"უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენს საკადრო პოლიტიკას გადავხედავთ", - განაცხადა აიზექსმა სააგენტო "როიტერთან" საუბარში.
"ბიბისი" წერს, რომ "ოსკარის" ბოიკოტს მხარდაჭერა ცნობილმა რეჟისორმა სპაიკ ლიმ და მსახიობ უილ სმითის მეუღლემ გამოუცხადეს.
"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება.