"ბიძინა კუჭავამ გვამი ჩამოკიდა, დაცალა სისხლისგან და შეუდგა დანაწევრებას, რა დროსაც ფეხი დაიზიანა"

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა კუჭავამ წინასწარ შეძენილი ტალით, რომელსაც ჰქონდა რკინის ღვედი სავარუდოდ გვამი ჩამოკიდა, დაცალა სისხლისგან და შეუდგა მის დანაწევრებას.

როგორც თალაკვაძემ "იბერიას" განუცხადა, ბიძინა კუჭავამ ფეხი ელექტროსაჭრელით დაიზიანა და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა - სწორედ ამიტომ აქვს ფეხზე დაზიანება.

"ბიძინა კუჭავამ წინასწარ შეძენილი ტალით, რომელსაც ჰქონდა რკინის ღვედი სავარუდოდ გვამი ჩამოკიდა, დაცალა სისხლისგან და შეუდგა მის დანაწევრებას, რა დროსაც დაიზიანა ელექტროსაჭრელით ფეხი და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. სწორედ ამიტომ აქვს ფეხზე დაზიანება", - განაცხადა თალაკვაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მთავარი პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავაა.