გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი" პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა აღარ უნდა იყოს მითქმა-მოთქმის საგანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა აღარ უნდა იყოს მითქმა-მოთქმის საგანი. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, დაესწრება თუ არა პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში.

"ვფიქრობ, მიუხედავად ოპონენტების შესაძლო განსხვავებული მოსაზრებისა, ვერავინ გაექცევა იმის აღიარებას, რომ საქართველოში სახეზე გვაქვს ინსტიტუციონალური დემოკრატიის მშენებლობის ძალიან პოზიტიური პროცესი. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, მე მგონია, რომ საერთოდ ეს საკითხები აღარ უნდა იყოს რაღაც მითქმა-მოთქმის და დღის მთავარი თემების საგანი. მე მგონია, რომ საქართველოში არსებობს ინსტიტუციები და მათ უნდა იმოქმედონ ისე, როგორც ინსტიტუციებს შეეფერება და აქ პიროვნული ურთიერთობები უნდა გადავდოთ გვერდზე. ვფიქრობ, ეს ასე უნდა იყოს. იმისთვის, რომ დავამშვიდოთ სიტუაცია, მაქსიმალურად დავწიოთ პოლიტიკური ტემპერატურა და კონცენტრირება მოვახდინოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერს არ დაუზუსტებია დაესწრება თუ არა პრეზიდენტის ყოველწლიურ სიტყვით გამოსვლას პარლამენტში.