თბილისში ახალი მასშტაბური პროექტი იწყება

თბილისში ახალი მასშტაბური პროექტი იწყება

თბილისში ახალი პროექტების განხორციელებასა და დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

პრემიერმა თბილისის მერიის წარმომადგენლების მხრიდან მოისმინა ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარია დედაქალაქში სრულიად ახალი პროექტის დაწყებაზე, რომელიც ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე, ტურიზმის განვითარებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე იქნება ორიენტირებული.

პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერს პროექტების განხორციელების ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლის გამკაცრების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.