პროკურორ ნინო აღლემაშვილის კომენტარი

პროკურორ ნინო აღლემაშვილის კომენტარი

მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ დაცვის მხარე დიდ გასაჭირში აღმოჩნდა და დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატები იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც არასრულყოფილად გაავრცელეს ადვოკატებმა, შეთავაზება გაკეთებული აქვს არა კომპანია დელტა კომს არამედ სხვა კომპანიას - დელტა ნეტს.

მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ შპს „დელტა ნეტი“ არის ,,დელტაკომისგან’’ დამოუკიდებლად დაფუძნებული კომპანია, რომელიც ფულადი ანაზღაურების პირობით სარგებლობს ,,დელტაკომის’’ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით და ინტერნეტ ბაზარზე აქვს განსხვავებული ფუნქციები, ინტერესები და საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურა.

შესაბამისად, „დელტა ნეტი“, რომელიც არ არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მესაკუთრე, სამინისტროს სხვის საკუთრებას უფასოდ ვერ შესთავაზებდა. ასეთი შეთავაზება - რაც მოიცავს მაგისტრალის მომსახურებაში გადაცემას, გაკეთებული აქვს თავად დელტაკომს მაგისტრალის მესაკუთრეს. გარდა ამისა, შეთავაზება შეეხება ინტერნეტმომსახურებას, რომელიც საერთოდ არ არის სილქნეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანი.

ამდენად, დაცვის მხარის მიერ ბოლო დღეებში საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია არის აბსოლიტური სიცრუე, რადგან წერილი რომელსაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ასე აქტიურად ავრცელებს დაცვა, ეხება სრულიად სხვა კომპანიას, სრულიად სხვა პერიოდს და თვისობრივად სხვა მომსახურებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტის საქმეში არსებობა გავლენას ვერ მოახდენს საქმის საბოლოო შედეგზე.