ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღრსრულებაზე საპარლამენტო კონტროლი დაწესდება

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღრსრულებაზე საპარლამენტო კონტროლი დაწესდება

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღრსრულებაზე საპარლამენტო კონტროლი დაწესდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა თებერვლიდან დაიწყება და პროექტის ფარგლებში ქვეყანას 9-10 თებერვალს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის თამჯდომარე, ასევე სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის დეპუტატები ეწვევიან.

"აღნიშნულ პროექტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ერთად იწყებს. ეს შემოთავაზება მათგან მივიღეთ რომ ბოლო სამი წლის მონაცემებით კომიტეტი აღიარებულია საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავროვო ორგანიზაციების მიერ, როგორც ყველაზე რეფორმატორული, ყველაზე აქტიური და ლიდერი კომიტეტი. კომიტეტმა აჩვენა ძალიან მაღალი სტანდარტი ინოვაციური მოდგომების დანერგვისა. ყველაზე მაღალი მონაცემები აქვს განცხადებების, საჩივრების განხლვის, საკომიტეტო მოსმენების და იკავებს ლიდერ პოზიციას. რაც შეეხება თავად პროექტს, ის გულისხმობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის დაწესებას. ასეთი მექანიზმი ჩვენ დღეს არ გვაქვს. ასეთი მექანიზმი აქვს რამდენიმე ქვეყანას, პარლამენტი ბევრ ქვეყანაში აკონტროლებს თუ როგორ სრულდება ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ქართველი ექსპერტები, დეპუტატები და ევროსაბჭოს წარმომადგენლები შედიან. პირველი შეხვედრა შედგება 9-10 თებერვალს, ამის შემდეგ შედგება საპასუხო ვიზიტი სტრასბურგში და ა.შ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს უნდა დავასრულოთ ახალი საკანონმდებლო პაკეტის შექმნა, რომელიც გულისხმობს საქართველოს პარლამენტში საქართველოს საქმეებზე ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კონტროლის განხორციელებას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.