ერაყში აშშ-ის მოქალაქეები გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ბიბისის" ცნობით, ბაღდადში აშშ-ის საელჩომ უკვე დაადასტურა.
"ჩვენ გატაცებულების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ერაყის მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ", - აღნიშნეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ გატაცებულების რაოდენობა.
მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გატაცებულია სამი ამერიკელი და მათი ერაყელი თარჯიმანი. ისინი სავარაუდოდ, ბაღდადის სამხრეთ ნაწილიდან გაიტაცეს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გაიტაცა ამერიკელები და ვინაა მომხდარზე პასუხისმგებელი.
2011 წელს, ვიდრე აშშ ერაყიდან საკუთარ ძალებს გაიყვანდა, ერაყში რადიკალმა შიიტებმა და სუნიტმა მებრძოლებმა არაერთი ქვეყნის მოქალაქე გაიტაცეს და მოკლეს. თუმცა, მას შემდეგ მსგავსი შემთხვევა აღარ მომხდარა.