სირიაში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პანკისის ხეობის მოსახლეობამ განუცხადა, გარდაცვლილები არიან სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 24 წლის რამზან ფარეულიძე და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი.
არსებული ინფორმაციით, ფარეულიძე და თურქოშვილი "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდნენ.
ორივე სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა.