გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება

გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ განუცხადა, პირადად ის შეხვედრაზე ე.წ. საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გეგმავს საუბარს.

გვასალია მიიჩნევს, რომ მიღებული კანონი არა იმდენად საბანკო სექტორის, არამედ ზოგადად საზოგადოების პრობლემაა, ვინაიდან საქმე ეხება საკუთრების უფლებას.

გარდა ამისა, გვასალიას თქმით, საუბარი შეეხება მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელსაც.

შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარიაც დაესწრება. ეს არის პრემიერის რანგში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან გიორგი კვირიკაშვილის პირველი შეხვედრა.