მსოფლიო ბაზარზე "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 28 დოლარს ჩამოსცდა. "როიტერის" ცნობით, 18 იანვრის მონაცემებით, ერთი ბარელი "შავი ოქროს" ფასი 27,67 დოლარამდე დაეცა. ამ ფასად ნავთობის ყიდვა 2003 წლის შემდეგ შესაძლებელი არ ყოფილა.
მსოფლიო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში "შავი ოქროს" ფასი რეკორდულად დაეცა. აშშ-ში ერთი ბარელი ნედლი ნავთობი დაახლოებით ერთი წლის წინ 100 დოლარზე მეტი ღირდა. ფასების ვარდნა მოთხოვნის შემცირებამ და ჭარბმა წარმოებამ გამოიწვია. ახლა კი ამას ისიც დაემატა, რომ გასულ კვირას დასავლეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თეირანს უკვე შეუძლია თავისი ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე გაყიდოს.
ანალიტიკოსები "შავი ოქროს" ფასის კიდევ უფრო კლებას პროგნოზირებენ.