რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას არ დაესწრება

რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას არ დაესწრება

რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას გამოტოვებს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

"ჩვენ გამოვტოვებთ იანვრის სესიას", - აღნიშნა სლუცკიმ.

შესაბამისი წერილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა. როგორც ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რუსეთი ასამბლეას დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც დელეგაცია ყველა უფლების დაბრუნების გარანტიას მიიღებს.

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 2014 წელს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს. ამის მიზეზი რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურად მიერთება გახდა.

რუსეთის დელეგაციამ სანქციების გამო, პროტესტის ნიშნად ასამბლეის სესიები გამოტოვა.