საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იმედოვნებს, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს საერთო სასამართლოები მომზადებული შეხვდებიან.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქალაქო სასამართლოებში მოსაწესრიგებელია კანონით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურა. თუმცა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ 20 თებერვალს, როდესაც კანონი ამოქმედდება, არა მარტო საქალაქო სასამართლოები, არამედ მთლიანად საერთო სასამართლოები მომზადებული იქნებიან.
"მიმდინარეობს აქტიური და ინტენსიური მუშაობა. საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაც არ აქვს შესაბამისი, ვგულისმობ სხდომის დარბაზს, მოსამართლეთა სამუშაო ოთახებს და ზოგადად ინფრასტრუქტურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კანონის წარმატებით ამოქმედდება. თუმცა, ჩვენ ყველა ღონისძიება და ზომა მივიღეთ, რათა 20 თებერვლისთვის არა მხოლოდ საქალაქო სასამართლოები, არამედ მთლიანად საქართველოს საერთო სასამართლოები მომზადებული შეხვდნენ ამ კანონის ამოქმედებას", - განაცხადა გვენეტაძემ.