იერუსალიმში ერთ-ერთ ტაძარზე უცნობმა პირებმა ანტიქრისტიანული წარწერები დატოვეს

იერუსალიმში ერთ-ერთ ტაძარზე უცნობმა პირებმა ანტიქრისტიანული წარწერები დატოვეს

იერიერუსალიმში ერთ-ერთ ტაძარზე უცნობმა პირებმა ანტიქრისტიანული წარწერები დატოვეს. ვანდალური ფაქტის შესახებ Jerusalem Post-ი იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, ვანდალიზმში ექსტრემისტი ებრაელები არიან ეჭვმიტანილები. წარწერები მუქარას და რადიკალურ მესიჯებს შეეხება. მომხდარს უკვე იძიებს პოლიცია.

როგორც ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა გილად ედრანმა განაცხადა, მან სამართალდამცველებს დავალება მისცა მომხდარი განსაკუთრებული ყურადღებით გამოიძიონ.

"ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ძირი გამოუთხაროს ისრაელში სხვადასხვა რელიგიის თანაარსებობას. ჩვენ ნულოვან ტოლერანტობას გამოვიჩენთ მათ მიმართ, ვინც ისრაელის დემოკრატიულობას ზიანს მიაყენებს", - განაცხადა გილად ედრანმა.

ვანდალიზმის ფაქტი დაგმო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.