ჰილარი კლინტონი რუსეთთან

ჰილარი კლინტონი რუსეთთან "ურთიერთობის გადატვირთვას" არ გამორიცხავს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი რუსეთთან "ურთიერთობების გადატვირთვას" არ გამორიცხავს. ამის შესახებ ამერიკული მედიის ცნობით, კლინტონმა დემოკრატიული პარტიის კანდიდატების სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

"ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მივიღებ ამის სანაცვლოდ", - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი. "ჩემი ურთიერთობა მასთან საინტერესოა. ჩვენთვის ყოველთვის რთული იყო შეთანხმებისთვის მიგვეღწია", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.