იან კელი:   საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე

იან კელი: საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე

საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა იზრუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირებაზე.

"ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, მან უნდა შეინარჩუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირება. ჩვენ კმაყოფილი ვართ მათი (მთავრობის წევრების) განმარტებით. ვფიქრობ, საქართველო განიცდის ენერგორესურსების მოკლევადიან საჭიროებას, ამიტომაც საჭიროა ისაუბრო პოტენციურ ენერგომომწოდებლებთან", - განაცხადა იან კელიმ, რომლის განმარტებითაც, "მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს თავის ენერგო პოლიტიკასთან დაკავშირებით".

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რამდენად ნორმალურია "გაზპრომთან" ურთიერთობაში მაშინ, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ამერიკელი დიპლომატი ფიქრობს, რომ "საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს".

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გამო. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს", - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.