პარლამენტის კომიტეტი

პარლამენტის კომიტეტი "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანპროექტის პრეზენტაციას ფოთში გამართავს

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის" პრეზენტაციას ხვალ ფოთში გამართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, ღონისძიება ვალერიან გუნიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.

პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები, სამეგრელო-ზემო სვანეთის ბაღების დირექტორები, მეთოდისტები და აღმზრდელ პედაგოგები დაესწრებიან. პრეზენტაციაზე ასევე მიწვეულია საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

"ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის" ახალ უნიკალური და უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, რომელიც ორი წელია მზადდება კომიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, პროექტი მიზნად ისახავს უფასო ერთიან სკოლამდელ განათლებას ყველა ბავშვისთვის", - აცხადებენ პარლამენტში.

"ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონპროექტი 20-მდე სხვადასხვა კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტსაც მოიცავს.