აღნიშნულის შესახებ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე ბრძანა.
რიგით 41-ე საყოველთაო ნათლობა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ნათლული 997 ბავშვი გახდა.
ამ დროისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 25 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილის ნათლია, მშობლების სურვილის შემთხვევაში, პატრიარქი ხდება.