სასტუმრო "თბილისი მარიოტში" იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ხვალ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტი „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“ ევროკავშირის მიერ ფინანსდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას და სხვა სახელმწიფო უწყებებს საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებაში.
პროგრამის ფარგლებში უცხოელი ექსპერტები მეთოდოლოგიურად დაეხმარებიან სახელმწიფო სტრუქტურებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას საერთაშორისო სამართალთან და ქვეყნის მიერ არებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, საჯარო კონსულტაციების მექანიზმის გაფართოებას საკანონმდებლო საქმიანობაში.
პროექტის ბიუჯეტი 1.7 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამა 2015 წლის 27 აპრილს დაიწყო და 2017 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.