ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში ანტონ ბალანჩივაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ოზურგეთელ დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცა ენახა მსოფლიოში აღიარებული ხელოვანთა ოჯახის წარმომადგენლის ანტონ ბალანჩივაძის რეპროდუქცია. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მამის - ჯორჯ ბალანჩივაძის ნამუშევრებიც. გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ისეთი გენიალური მხატვრის მასპინძლები, რომლის ნამუშევრებიც მსოფლიო დონის მხატვრების ორიგინალებთან ერთად იყო გამოფენილი ლუვრში. სასიხარულოა ამ ფენომენალური ადამიანის რეპროდუქციის ახლოდან ნახვა, მისი უშუალო და გულწრფელი მხატვრობის გაცნობა,“ - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
მოგვიანებით ანტონ ბალანჩივაძემ თანამედროვე ხელოვნების ახალი მიმართულების ,,freezlight” - ის პერფორმანსი მოძრაობის თეატრის მსახიობებთან ერთად ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართა.