ავსტრია შენგენის შეთანხმების მოქმედებას დროებით აჩერებს. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა ვერნერ ფაიმანმა გაზეთ Österreich-თან ინტერვიუში განაცხადა . გამოცემის ინფორმაციით, ფაიმანმა აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირს არ ძალუძს თავისი შიდა საზღვრების დაცვა, შენგენის შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ყველა სახელმწიფომ დამოუკიდებლად უნდა განახორციელოს საკუთარი საზღვრების კონტროლი.
მისივე თქმით, ავსტრიაში შესული ყველა მოქალაქე სათანადო შემოწმებას გაივლის. მათ, ვისაც თავშესაფრის მოთხოვნის უფლება არ აქვთ ან არ აპირებენ, საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მიეცემათ.
ავსტიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ მიგრაციის კრიზისი ევროპის მასშტაბით მოგვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მთლიანად ევროკავშირი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.