თბილისში, ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) ვირუსით 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, პაციენტი თბილისში დასავლეთ საქართველოდან გადმოიყვანეს. მისი თქმით, მამაკაცის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
ამასთან, როგორც იმნაძე განმარტავს, ეპიდემიის საფრთხე საქართველოში არ არის.
"მატებას ველოდებით თებერვლიდან, თუმცა ისეთს არა, რომ ეპიდემიურ ზღვარს მივუახლოვდეთ", - განაცხადა იმნაძემ.
აღნიშნული ვირუსით პაციენტი გასულ კვირას გარდაიცვალა.