თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე თეთრი ფერის "მერსედესის" მარკის ავტომობილია გაჩერებული და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს ავტომობილიდან ანაბეჭდების აღება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.