ყაბარდო-ბალყარეთში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. "რია ნოვოსტი", თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დედაქალაქ ნალჩიკის ერთ-ერთ რაიონში აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმის.
ძალოვანი სტრუქტურების ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ნალჩიკის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ე.წ. ბოევიკებს მიაგნეს. შტურმისას მოკლულია 2 მებრძოლი.
როგორც რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტული კომიტეტში სააგენტო "ტასს" განუცხადეს, ბინაში სავარაუდოდ, კიდევ ერთი მებრძოლი იმყოფება.