ვიქტორია ნულანდმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა უკრაინის საკითხი განიხილეს

ვიქტორია ნულანდმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა უკრაინის საკითხი განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრა კალინინგრადის ოლქში შედგა და უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას შეეხო.

როგორც მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.

მისი თქმით, მხარეებმა მინსკის შეთანხმებების სრული იმპლემენტაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

როგორც სააგენტო AFP აღნიშნავს, შეხვედრა რუსეთში იმის გამო შედგა, რომ სურკოვი ევროკავშირის სასანქციო სიაშია შეყვანილი.