აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დაჯგუფება "ისლამურ სახელწმიფოსთან" ბრძოლის საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაატარა. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.
როგორც ობამამ განაცხადა, "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება მხოლოდ პარტნიორებთან ერთად, კოალიციაშია შესაძლებელი.
თეთრი სახლის გავრცელებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა საბჭოზე აღნიშნა, რომ აშშ მომავალშიც უხელმძღვანელებს გლობალური კოალიციის ძალისხმევებს, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგაა მიმართული.
პრეზიდენტმა ასევე, დავალება მისცა მრჩევლებს, გააგრძელონ თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა არ მოხდეს "ისლამური სახელმწიფოს" სირიისა და ერაყის ფარგლებს გარეთ გავრცელება.