გეგი ნიჟარაძე - ჯოკია ბოდოკიას ურჩევნია, ამ სისულელეების ლაპარაკს იმაზე აგოს პასუხი, რაც თვითონ გააკეთა

გეგი ნიჟარაძე - ჯოკია ბოდოკიას ურჩევნია, ამ სისულელეების ლაპარაკს იმაზე აგოს პასუხი, რაც თვითონ გააკეთა

ჯოკია ბოდიკიას ურჩევნია ამ სისულელეების ლაპარაკს, იმაზე აგოს პასუხი, რაც თვითონ გააკეთა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ყოფილმა უფროსმა გეგი ნიჟარაძემ განუცხადა. 
მან უარყო ბოდოკიას ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც "პანორამა თბილისზე" მერიამ უარყოფითი დასკვნა დადო და ბიძინა ივანიშვილი განაწყენდა, სუს-მა დაიწყო აგენტურა და დაკითხვები, მათ შორის ნიჟარაძეს კვირაში 3-4-ჯერ იბარებდნენ ე.წ. მოდულის შენობაში". 
"მოდულის შენობაში თუ საქმე მექნებოდა და მივიდოდი, ჯოკიას წაყვანა რაში მჭირდებოდა, მყავდა მე ჩემი მანქანა და მივიდოდი ჩემით. "პანორამა თბილისი" არის მე-5 კატეგორიის მშენებლობა, რომელზე ნებართვებს ეკონომიკის სამინისტრო იძლეოდა. მერიას თავისი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ რა შუაშია ამასთან დაკავშირებით ალექსანდრე მარგიშვილი?! ჯოკია ბოდიკიას ურჩევნია ამ სისულელეების ლაპარაკს, იმაზე აგოს პასუხი, რაც თვითონ გააკეთა. საიდან აქვს ხალხს ამხელა ფანტაზია?! მოდულის შენობაში რატომ უნდა დავებარებინე?!", - განაცხადა გეგი ნიჟარაძემ.