თბილისის მერის მოადგილის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, პროექტ „პანორამა თბილისზე“ ყველა სამშენებლო ნებართვა გაცემულია, რასაც ის ვერ გააუქმებს.
როგორც ლილუაშვილმა განმარტა, ის ვერც დადებით და ვერც უარყოფით ზეგავლენას პროექტზე ვერ მოახდენს.
„პანორამა თბილისის" პროექტზე გაცემულია სამშენებლო ნებართვები და თავისუფლად შეუძლია ინვესტორს აწარმოოს სამუშაოები. ამას მე ვერც გავაუქმებ და ვერც დამატებით ხიბლს ვერ შევძენ. ყველაფერი გაცემულია, რაც საჭიროა მშენებლობისთვის. ეს გასცა ეკონომიკის სამინისტრომ, თუმცა ყველა პროცედურა ქალაქ თბილისის მერიაში იყო ჩატარებული და გავლილი“, - განაცახადა გიორგი ლილუაშვილმა.