დედაქალაქის საკრებულოში მერის მოადგილის დამტკიცების მიზნით გამართულ კენჭისყრაში, პროტესტის ნიშნად, დამოუკიდებელი დეპუტატები არ მონაწილებდნენ.
გიორგი ლილუაშვილს მხარი ჯამში 36-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 4 საკრებულოს წევრი იყო.
საკრებულოს სხდომაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დეპუტატებს ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ წარუდგინა. გიორგი ლილუაშვილმა საკრებულოს წევრებს სამომავლო გეგმები გააცნო და სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე, გიორგი ლილუაშვილი 14 იანვარს წარადგინა. მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი სოლომონიამ დატოვა თანამდებობა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადავიდა.