ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკის თავისუფლების შესახებ ინდექსზე ისაუბრა, რომელსაც ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტიც აქვს.
როგორც მინისტრამა აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, საქრთველო 2016 წელს გასულ წელთან შედარებით რეიტინგს 4%-ით გაიუმჯობესებს და მსოფლიო 178 ქვეყანაში მესამე ადგილზე იქნება.
„აქ არის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა რაოდენობრივი, ფასის მიხედვით შეზღუდვები, ასევე მარეგულირბელი და საბაჟო შეზღუდვები. იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ღია და ლიბერალური ეკონომიკა, არ გვაქვს დაბრკოლებები და ბარიერები საზღვრებზე. შესაბამისად ის პროდუქცია, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება დამატებითი გადასახადების გარეშე შემოდის. გარდა ამისა, რაც მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ლარის დევალვაცია გვქონდა, ინფლაციური მომენტები არ ყოფილა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.