თუ

თუ "ჰუმანით ჯორჯიას" აქტივობები მედიკამენტებზე ფასების შემცირებას გამოიწვევს, ჩვენ ამას მივესალმებით

თუკი კომპანია "ჰუმანით ჯორჯიას" აქტივობები შედეგად გამოიღებს მედიკამენტებზე ფასების შემცირებას კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას მივესალმებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის შემოიტანს "ჰუმანითი ჯორჯია" ხელმისაწვდომ ფასებში მედიკამენტებს.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, აღნიშნულმა კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.

"ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, "ჰუმანითის" ლობირება რაიმე სახით. ჩვენ რასაც თვალყურს ვადევნებთ ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ, ამ ნაბიჯების გადაგმას და ვფიქრობ, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ თვალყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს. თუკი ამ კომპანიის აქტივობები შედეგად გამოიღებს მედიკამენტებზე ფასების შემცირებას კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის სისტემას.