საფრანგეთში ახალი მედიკამენტის გამოცდის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი ადამიანი კომაშია. ამის შესახებ გამოცემა Independent წერს.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკური ცდა ქალაქ რენში მდებარე ერთ-ერთ კერძო ლაბორატორიაში ჩატარდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მარისოლ ტურენმა განაცხადა, იგი სასწრაფოდ რენში გამგზავრებას გეგმავს.
ამ დროისთვის კლინიკური ცდა შეწყვეტილია. ჯერ უცნობია თუ რამდენი მოხალისე მონაწილეობდა მასში. ცდის ფარგლებში მონაწილეებს უნდა მიეღოთ ევროპული ლაბორატორიის მიერ შექმნილი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი უნდა ჰქონოდა.