"აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები არასდროს დაწყებულა"

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთოებებით განსაზღვრული ყველა მიმართულება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ეს 2016 წელსაც ასე იქნება.

ჯანელიძის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის შორის არსებობს ჩამოყალიბებული, მაღალი დონის სავაჭრო და საინესტიციო დიალოგი, რომლის ფარგლებშიც განიხილება თავისუფალი ვაჭრობის თემაც.

"აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთოებებით განსაზღვრული ყველა მიმართულება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და 2016 წელსაც ასე იქნება. მათ შორის, ეკონომიკური, სავაჭრო კავშირების გაღრმავება და შემდგომი ხელშეწყობა, რომელშიც იგულისხმება სავაჭრო ურთიერთოებების გაძლიერება. ჩვენ ვიხილავთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ხელი შეუწყომ ურთიერთვაჭრობას. მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე ამერიკასა და საქართველოს შორის არასდროს არ დაწყებულა. ჩვენ შორის არსებობს ჩამოყალიბებული, მაღალი დონის სავაჭრო და საინესტიციო დიალოგი, რომლის ფარგლებში ჩვენ ვიხილავთ ამის შესაძლებლობას. ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი განიხილება. აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ ძირითად პლათფრორმასთან. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ საქართველომ ითანამსრომლოს ამ პლათფორმებთან", - განაცხადა ჯანელიძემ.