ჩვენ ვატარებდით, ვატარებთ და გავაგრძელებთ მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმას, ხოლო ამ რეფორმების იმპელემენტაცია უკვე თავად მოსამართლეების საქმეა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნულით თეა წულუკიანი ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს კომისრის, ნილ მუჟნიეკსის მიერ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში , განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა, რომელიც სასამართლო სისტემაში რეფორმირების გაგრძელებას ეხება.
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ადრე ვთქვი, რომ გვექნება სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ პროცედურების დახვეწის მიზნით. ჩემი პასუხი ბატონი მუჟნიეკსისადმი არის შემდეგი: დიახ ჩვენ ვატარებდით, ვატარებთ და გავაგრძელებთ მართლმსაჯულების საკნონმდებლო რეფორმას, ხოლო ამ რეფორმების იმპელემენტაცია უკვე არის თავად მოსამართლეების საქმე. იმპლემენტაციაში ჩვენ ვერ ჩავერევით, ჩვენი მიზანია მათ მივცეთ კარგი კანონები, რასაც ეს მთავრობა სამი წელია აკეთებს", -განაცხადა წულუკიანმა.