იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, ერაყელი სტუდენტებისთვის ბინადრობის უფლების შეჩერება ქვეყნის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
"მოცემულ პირებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სასამართლოში. უარი დაკავშირებული იყო, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია ასახული, სხვადასხვა შეფასებით მოსაზრებასთან, რომელიც კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან", - აღნიშნა წულუკიანმა.
რამდენიმე დღის წინ ერაყელმა სტუდენტებმა ქუთაისში აქცია გამართეს და ბინადრობის უფლების შეჩერება გააპროტესტეს.