სომალიში დაჯგუფება

სომალიში დაჯგუფება "ალ-შაბააბის" მებრძოლები აფრიკის კავშირის ბაზას თავს დაესხნენ

სომალიში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება "ალ-შაბააბის" მებრძოლები ქვეყნის სამხრეთ რეგიონში აფრიკის კავშირის ბაზას თავს დაესხნენ. 

"როიტერის" ცნობით, ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდამსხმელებსა და სამხედროებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტებმა სამხედრო ბაზის შესასვლელთან ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურეს. 
"ჩვენი მებრძოლები ბაზისკენ გაემართნენ, მძიმე ბრძოლის შემდეგ ჩვენ ბაზა დავიკავეთ", - განაცხადა "ალ-შაბააბის" სამხედრო ოპერაციების წარმომადგენელმა. ბაზასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა შეუჩერებელი სროლების შესახებ იტყობინება. მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.