გვატემალის პრეზიდენტის პოსტი ყოფილმა კომიკოსმა ჯიმი მორალესმა ოფიციალურად დაიკავა. "ბიბისის" ცნობით, ინაუგურაციის ცერემონიალს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოს I და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.
ინაუგურაციის ცერემონიალის დროს მორალესმა აღნიშნა, რომ მას "სასწაულების სჯერა" და შეძლებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. 46 წლის მორალესმა საპრეზიდენტო არჩევნებში გასული წლის ოქტომბერში გაიმარჯვა. მისი წინამორბედი ოტო პერეს მოლინა კი კორუფციის სკანდალის გამო იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა.
გვატემალის ახალი პრეზიდენტი, ჯიმი მორალესი ცნობილი მსახიობი და პროდუსერია. თუმცა, მოსახლეობის ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ იგი ქვეყნის მართვას შეძლებს. კრიტიკოსების თქმით, იგი კარგია კომედიაში და არა პოლიტიკაში.