მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ბატონ გიორგი მღებრიშვილს და ყველა პოლიციელს, რომელიც სამართლიანად იმოქმედებს დანაშაულის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორიგ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერი გამოეხმაურა დანაშაულთან ბრძოლის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას და მღებრიშვილს აღნიშნულ საქმეში მხარდაჭერა გამოუცხადა.
"გუშინ შს მინისტრმა გააკეთა განცხადება დანაშაულთან ბრძოლის შესახებ. მან თქვა, რომ არანაირი თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული არც თანამდებობის პირის, არც მასთან დაახლოებული ადამიანების მხრიდან. მე მინდა ჩემი მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ბატონ გიორგი მღებრიშვილს და ყველა პოლიციელს, რომელიც სამართლიანად იმოქმედებს დანაშაულის წინააღმდეგ", -განაცხადა პრემიერმა.