გია ვოლსკი - უახლოეს დღეებში იქნება პასუხები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია კოალიციურობა და სიები

გია ვოლსკი - უახლოეს დღეებში იქნება პასუხები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია კოალიციურობა და სიები

ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" გუშინ გურამიშვილის მარანში კორპორაციული შეკრება გამართა. შეკრებას ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ. მათ გურამიშვილის მარანი უკომენტაროდ დატოვეს. 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი მინიმალური დოზით მიმდინარეობდა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის "ქართული ოცნების" გუნდის წევრი და ის ღონისძიებას სწორედ ამ სტატუსით დაესწრო.

"ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს. იყო მოკრძალებული სუფრა და ვფიქრობ, კარგი საღამო გამოვიდა. უახლოეს დღეებში, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია კოალიციურობა და სიები, ყველაფერზე გექნებათ პასუხები. დღეს იყო ახალი წლის აღსანიშნავი საღამო. სპორტსმენები იქნებიან სიებში, მსახიობები, ზეინკლები, თუ იურისტები, ეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოითხოვს, ისე იქნება ჩვენი გუნდის მხრიდან. ეს არის გუნდი, რომელიც არის უშლელი და ირაკლი ღარიბაშვილიც იყო სტატუსით, რასაც ჰქვია მეგობარი და ამ გუნდის წევრი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.